პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ოპოზიცია
13 წუთის წინ

ირაკლი კობახიძე - რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ოპოზიცია

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ერთი რამ გააცნობიერეს, რაც ძალიან კარგია, - უკვე აღარც ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, უფრო მეტიც, საჯაროდაც აღიარეს, რომ რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას. ხედავენ, როგორია არჩევნების შედეგები. ხვალ რომ ჩატარდეს, ერთ თვეში, ორ თვეში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თეორიულად, ჩვენ ავიღებთ კონსტიტუციურ უმრავლესობას. ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია, რაც მათ არ აწყობთ. ამიტომ კიდევ ერთხელ თვითონაც აღიარებენ, რომ მათ ინტერესებში საერთოდ აღარ არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ამის მიუხედავად, სუბიექტური თეორიული ინტერესის მიუხედავად, კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, კერძოდ, 2028 წლის 28 ოქტომბერს”,- განაცხადა პრემიერმა „იმედი ლაივის“ ეთერში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები