20 ფრაზა, რომლითაც შვილებს გაახარებთ

მშობლის სიტყვას დიდი ძალა აქვს. შვილებისთვის ბევრი რამ გვაქვს სათქმელი და აქედან ყველას მოსმენა როდი სიამოვნებთ მათ. სამაგიეროდ, ყოველთვის შეგვიძლია ვუთხრათ ის, რაც მათ გულებს გაახარებს. წარმოგიდგენთ ფრაზებს, რითაც შვილების გახარება შეგვიძლია და ხანდახან უთხარით ხოლმე ასეთი ფრაზები:

1. შენ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ხარ, რაც ოდესმე მიმიღია.
2. მჯერა შენი.
3. გპატიობ და დავივიწყოთ ეს ამბავი, ხომ?
4. მთელი საღამო თავისუფალი ვარ და შენთან ვიქნები. რითი გავერთოთ?
5. აი, რა

მოგიტანე…
6. ძალიან მომწონს შენი არჩეული…
7. დღეს ნუ ვიმეცადინებთ, დავისვენოთ და გავერთოთ.
8. სტომატოლოგთან აღარ მივდივართ, სხვა დროს წავიდეთ.
9. ამაყი ვარ, რომ შენნაირი კარგი შვილი მყავს!
10. შენი საყვარელი გემრიელი … მოგიმზადე.
11. როგორ გიხდება!
12. აუწიე მაგ მულტფილმს, საინტერესო ჩანს.
13. შენზე მეტად არავინ მიყვარს.
14. თუ გინდა, ბორშის მაგივრად ტორტი ვჭამოთ
15. მოდი, საღებავებითა და თითებით დავხატოთ
16. დღეს ჩვენთან დაწექი, შუაში!
17. ქვიშა არა გვაქვს და თუ გინდა ფქვილით ითამაშე.
18. წავედით ეზოში.
19. ხვალიდან არდადეგები გაქვს.
20. ძალიან მენატრები, მთელი დღე რომ ვერ გხედავ.

mshoblebi.ge

Related posts