31 წლის მამაკაცი ეშმაკის ბორბლიდან გადავარდა და დაიღუპა

გერმანიაში Open Beatz Festival-ზე ​ 31 წლის მამაკაცი ეშმაკის ბორბლიდან გადავარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვნა, თუმცა  მიღებული მძიმე დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიცია მომხდარის მიზეზებს იძიებს.

Open Beatz Festival-ი, რომელსაც ყოველწლიურად 22 ათასამდე ადამიანი ესწრება, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია სამხრეთ გერმანიაში.

primetime.ge

Related posts