ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში. დაიღუპა ერთი ადამიანი და სამი კი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ავარიის დროს სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, მიმდინარეობს გამოძიება.

შსს-ში ინფო რუსთვს განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

inforustavi.ge

Related posts