მესტიაში ავარიას 23 წლის გოგო ემსხვერპლა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადაიჩეხა, რის შედეგადაც მძღოლი, ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა.

გარდაცვლილი 23 წლის ქალია. შემთხვევა გუშინ მოხდა. შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მუხლი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

წყარო:დიჯესტი

brandnews.ge

 

Related posts