მკვლელობა გურამიშვილის გამზირზე

თბილისში, გურამიშვილის 78 ნომერში მკვლელობა მოხდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მოკლულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. მათი ცხედრები საცხოვრებელ ბინაში იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

primetime.ge

Related posts