1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3 ლარს მიაღწია

კომერციულ ბანკებში  1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს აღწევს.

bpn.ge -ის ინფორმაციით ამ დროისათვის, „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2,99 ლარად, ხოლო მისი გაყიდვა – 2,89 ლარად შეუძლიათ;

„საქართველოს ბანკში“ 1 აშშ დოლარი 2,985 ლარი ღირს,  გაყიდვა კი 2,895 ლარად არის შესაძლებელი;

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 2,99 ლარად არის შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2,90 ლარად

ტერა ბანკში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.985 ლარია; გაყიდვა კი 2.895 ლარი;

„პროკრედიტ ბანკში“- 1 აშშ დოლარი 2, 975 ლარი ღირს; „ქართუ ბანკში“ – 2.97 ლარი.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9171 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2496 ლარია.

ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

primetime.ge

Related posts