გორში, ,,მტკვარწყალმშენის“ დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

გორში, ,,მტკვარწყალმშენის“ დასახლებაში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში სამანქანო გზის 70 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყო საყრდენი კედელი, და ასფალტის საფარი, ასევე, საავტომობილო გზასა და მოსაცდელთან დამაკავშირებელი 40 მეტრიანი საფეხმავლო ბილიკი და ზებრა გადასასვლელი.
პროექტი, რომლის განსახორციელებლად 37 000 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო კომპანია შპს ,,ჯიარჯიმ“ შეასრულა.

Related posts