საქაშეთის დევნილთა დასახლებაში სკვერი მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლების ახალ სკვერში ბავშვები უკვე მხიარულობენ.

სკვერში სამუშაოები დასრულებულია, საბავშვო მოედანზე დაიგო რეზინის ფილები, მოეწყო დეკორატიული ბორდიურები, განათების დგარები, დაიდგა ზურგიანი საპარკე სკამები, სასრიალო ატრაქციონები, საქანელები და სავარჯიშო მოწყობილობები.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „ალონისმა“ შეასრულა.
საბავშო სკვერის მოწყობისათვის ჯამში 14 590 ლარი გაიხარჯა.

 

Related posts