ნინო შუბლაძე „რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა

Imedinews-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. შესაძლოა მან არხის საინფორმაციო მიმართულებას ძველებურად დირექტორის მოადგილის სტატუსითაც უხელმძღვანელოს.

თავად შუბლაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა ტელეფონით მიღებულ შეტყობინებაზე პასუხად ფაქტს არ უარყოფს.

მანამდე ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ესენი არიან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი.

ნინო შუბლაძის შესაძლო დანიშვნის თაობაზე, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დღეს დღისით განაცხადა.

შუბლაძის „რუსთავი 2“-ში დაბრუნებას არხიდან გათავისუფლებული ნანუკა ჟორჟოლიანის გამოხმაურება მოჰყვა, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ყოფილი კოლეგა და მეგობარი იგულისხმა „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ სტატუსში და აღნიშნა რომ ამ თემაზე მოგვიანებით ვრცლად და ბევრს დაწერს.

imedinews.ge

Related posts