პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი - მინდა, ვურჩიო ღარიბაშვილს, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები
3 საათის წინ

მიხეილ სააკაშვილი - მინდა, ვურჩიო ღარიბაშვილს, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები

„2022 წელს, მას შემდეგ, რაც ჟენევაში მიიღეს სარწმუნო ინფორმაცია ჩემი მოწამვლის შესახებ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, სახელგანთქმულმა დოქტორ ტედრისმა დაურეკა მაშინ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და უთხრა, რომ ის იმავე დღეს გამოაგზავნიდა თვითმფრინავს ჩემი სამედიცინო ევაკუაციისთვის.

ღარიბაშვილმა მიუგო, რომ მე მსახიობი ვიყავი (ე.ი. მოვახდინე სიცხის, სისუსტის, კრუნჩხვების, სხეულზე წითელი ლაქების, თმების სასტიკი დაცვენის იმიტაცია) სინამდვილეში სრულიად ჯანმრთელი ვიყავი და არსად არ გამიშვებდნენ.

ჰოდა ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები.

მის პატრონს უყვარს ეკატერინე მედიჩივით (ხვედელიძეზე არაა საუბარი, არამედ საფრანგეთის მომწამლავ დედოფალზე) სხვადასხვა ნივთიერებებით ექსპერიმენტირება.

ასევე არ გაიმეოროს ეროსი კიწმარიშვილის და გლდანის ციხის უფროსის შეცდომები და დახურულ ნაგებობაში შესვლისას ყოველთვის დააკვირდეს შეტრიალებულია თუ არა სათვალთვალო კამერა. ვინ ვინ და ჰაკიმ ფაშა ზუსტად იცნობს მამამარჩენალის ამ რუსეთიდან გამოყოლილ მეთოდებს“,- წერს სააკაშვილი.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები