„რუსთავი 2“ კურიერის სრულმა შემადგენლობამ დატოვა

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ი კურიერის თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმსს“ ცოტა ხნის წინ მიაწოდეს.

რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა.

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის დასაწყებად მზად არის და ორშაბათიდან „კურიერის“ გუნდთან ხელშეკრულებების გაფორმებას დაიწყებს.

primetime.ge

Related posts