პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 4.1 მილიონი ლარი შესწირეს - დონორ კომპანიებს, გარდა იმისა, რომ 2015 წლიდან 2.5 მილიარდი ლარის ტენდერები მოიგეს, სახელმწიფოსგან სხვა არაერთი სახის სარგებელი აქვთ მიღებული
17 წუთის წინ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სექტემბერში, „ქართულ ოცნებას“ 4.1 მილიონი ლარი შესწირეს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „სექტემბერში პარტიას შესწირეს თანხა მათ, ვის კომპანიებსაც სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ: 204 მლნ ლარის პირდაპირი შესყიდვები, 16 მლნ ლარის აგრო სუბსიდიები, 1.4 მლნ კვ.მ მშენებლობის ნებართვები და 17 წიაღისეულის ლიცენზია“.

„სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 4.1 მილიონი ლარი შესწირეს. დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებს გარდა იმისა, რომ 2015 წლიდან 2.5 მილიარდი ლარის ტენდერები მოიგეს, სახელმწიფოსგან სხვა არაერთი სახის სარგებელი აქვთ მიღებული - პირდაპირი შესყიდვები, აგრო სუბსიდიები, სამშენებლო ნებართვები და წიაღისეული ლიცენზიები.

შემოწირულებების შესახებ მეტი ინფორმაცია, ასევე შემწირველთა ბიზნესინტერესებისა და მათი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესახებ ცნობები მოიძიეთ ჩვენს ვებ-გვერდზე: www.politicaldonations.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები