პოლიტიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულ 21 წლის მათე დევიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.  გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულ 21 წლის მათე დევიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

ჩახნაშვილის განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა, უცვლელი დარჩა.

განაჩენის გამოცხადებას მათე დევიძე არ დასწრებია.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები