ავარიას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას თეთრიწყაროში 2 მამაკაცი ემსხვერპლა. ავარია სოფელ მარაბდასთან, გუშინ გვიან ღამით მოხდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და “ჰონდას” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი 2 ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ცხედრები რუსთავის პროზექტურაშია გადმოსვენებული.

როგორც “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო: inforustavi.ge

Related posts