„პროფილი“ შვებულებიდან „რუსთავი 2-ზე“ დაბრუნდა – როდის გავა ეთერში პირველი გადაცემა

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში გადაცემა პროფილის გუნდმა დღეს მუშაობა განაახლა.

როდის იხილავს მაყურებელი ახალ სეზონზე  „პროფილის“ პირველ გადაცემას, ეს დამოკიდებული „კურიერის“ ეთერში გაშვების დროზე. როგორც „პრაიმტაიმს“ ინფორმირებული წყარო უამბობს, ყველა გადაცემა, რაც ამ დროისთვის არხზე არსებობს, ეთერში კურიერის გასვლის შემდეგ გავა.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ გადაცემის წამყვანმა მაია ასათიანმა „პრაიმტაიმს“ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ არხზე პროფილის დახურვა არ იგეგმებოდა და დღემდე ის შვებულებაში იმყოფებოდა.

primetime.ge

Related posts