პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - სანახავია, რა დაჯდა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნა? შემდეგ მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც ეს ხარჯები ქართველ ხალხს უნდა აუნაზღაურონ - საინტერესოა, მათი ისტერია ხალხს რა დაუჯდა
11 წუთის წინ

შალვა პაპუაშვილი - სანახავია, რა დაჯდა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნა? შემდეგ მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც ეს ხარჯები ქართველ ხალხს უნდა აუნაზღაურონ - საინტერესოა, მათი ისტერია ხალხს რა დაუჯდა

სამ წელზე მეტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ნაცვლად, საავადმყოფოში იყო - სანახავია, რა დაჯდა მისი საავადმყოფოში ყოფნა? გვაინტერესებს, რა თანხა არის ეს და მერე უნდა მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც ეს ხარჯები ქართველ ხალხს უნდა აუნაზღაურონ, რადგან საინტერესოა, მათი ეს ისტერია და ყალბი ნარატივები ქართველ ხალხს რა დაუჯდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის შეფასებით, სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნის მიზეზი „ის ისტერია იყო, რომელიც ბრიუსელმა და მისმა ელჩმა ცრუ ნარატივზე დაყრდნობით აწარმოვა.“

„ელჩი სხვა ელჩებთან ერთად იუსტიციის სამინისტროში მივიდა დემარშით და სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა, რეალურად, მისი გათავისუფლება მოითხოვეს. ეს არის „ენჯეოების“, მაშინდელი სახალხო დამცველის ყალბი დასკვნები, თითქოს დემენცია ჰქონდა. გახსოვთ პრეზიდენტი ზელენსკი და სანდუ, რომლებიც ტყუილებს ამბობდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თითქოს, მათ აწამებდნენ. სანდუ და ზელენსკი ევროინტეგრაციის ტაშდაკრული ლიდერები რომ არიან, გამოვიდნენ და თქვეს ტყუილი და ამის შემდეგ ბოდიში არც სანდუს, არც ზელენსკის და არც ჰერჩინსკის არ მოუხდიათ, რომელიც იუსტიციის მინისტრთან დემარშით მივიდა. ამ დემარშიდან რამდენიმე კვირაში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ისეთი არაფერი სჭირდა, რომ მისი სხვაგან გადაყვანა მომხდარიყო.

მთლიანი ეს პროცესი ბრიუსელის ისტერიის შედეგი და ნაწილი იყო, რომლითაც საქართველოში ცრუ ნარატივების გამყარება შეძლეს...

ეს ყველაფერი დასრულდა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, სადაც უნდა იყოს. ხედავთ, რომ ხმას ვერ იღებს გადაყვანასთან დაკავშირებით, რადგან ამ ცირკს ვერც ის დადგამს და არცერთ ელჩს და ბრიუსელის არცერთ ბიუროკრატს არცერთ ცირკის საშუალებას არ მისცემს.

ერთი რამ მაინტერესებს, ალბათ, სანახავია - რა დაჯდა მისი ყოფნა საავადმყოფოში? გვაინტერესებს რა თანხა არის ეს და მერე უნდა მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც ეს ხარჯები ქართველ ხალხს უნდა აუნაზღაურონ, რადგან საინტერესოა, მათი ეს ისტერია და ყალბი ნარატივები ქართველ ხალხს რა დაუჯდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ხელისუფლებამ ჩამოიყვანა „იმისთვის, რომ ეს ქვეყანა აერია.“

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიგერიეთ თავდასხმები და დავდექით იქ, რომ საკადრისი პასუხი გაეცეს ყველას, ვინც სააკაშვილი აქ ჩამოიყვანა. ის ჩამოიყვანა უკრაინის ხელისუფლებამ აქ - დღეს ტაშს რომ უკრავთ პრეზიდენტ ზელენსკის, მან ჩამოგვიყვანა სააკაშვილი აქ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა აერია. ეს არის თქვენი ზელენსკი. ვინ იყო ის ჯგუფები, ვინც დემენციაზე ტყუილებს იგონებდნენ? - ზელენსკი, სანდუ, სხვა პოლიტიკოსები და ელჩები, რომლებმაც ეს უტიფარი ტყუილი გაკადრეს თქვენ და საქართველოს. გაგანია ომი მიდის, აქედან გვივლიდნენ, რომ რამენაირად სიტუაცია აერიათ და საქართველო რუსეთთან ესკალაციაში ყოფილიყო, რომლის ბოლოც იქნებოდა ომი. ამას სჭირდებოდა მოქნილობა რომ ამ სიტუაციიდან გამოვსულიყავით - გამოვედით და ახლა ყველას უნდა მიეზღოს თავისი იმ ცრუ ნარატივისთვის, რომელიც ქართველ ხალხს აკადრეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას.პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა“, კლინიკიდან გამოწერეს.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები