გორში ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლებმა ლეკვები გადაარჩინეს +(ფოტოები)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლებმა კომბინატის დასახლებაში ღრმულში სასიკვდილოდ ჩაყრილი ლეკვები გადაარჩინეს. როგორც თავშესაფრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ლეკვების ღრმულიდან ამოსაყვანად საჭირო გახდა სამაშველო ჯგუფის გამოძახებაც. ”თრიალეთი” უცვლელად გთავაზობთ თავშესაფრის მიერ გავრცელებულ განცხადებას: “

 

კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაპოვნი იქნა ღრმულში ჩაგდებული ლეკვები. ვიღაც მანიაკის მიერ ჩაყრილი ეს ორი ულამაზესი ლეკვი ღამის თორმეტ საათზე ამოყვანილი იქნა ჩვენი ეკიპაჟისა და სამაშველოს მიერ.”

Related posts