მიშა ანდღულაძე „რუსთავი 2“-ზე დარჩა

„კომედი ჯგუფში“ მსახიობების ძირითადი ნაწილი დარჩა, მცირე ნაწილი კი „მთავარ არხზე“ გადავიდა. ჯგუფის დირექტორი ალეკო მალხაზიშვილია. როგორც ის აცხადებს, ბევრი ძველი შოუ რჩება „რუსთავი 2“-ზე, მათ შორის „ვანოს შოუს“ ფორმატის გადაცემაც. ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, თუ ვინ წაიყვანს ამ შოუს. როგორც „პრაიმტაიმთან“ ნიკა არაბიძემ განაცხადა, „კომედი შოუში“ მასთან ერთად დარჩა მიშა ანდღულაძეც.

ნიკა არაბიძე: „გვემატებიან ახალი მსახიობები და ახალი სახეები, უცნობი, ნაცნობი. ძველი გუნდიდან კი დავრჩით – მე, ალეკო მალხაზიშვილი, ვახო ბიჭიკაშვილი, მიშა ანდღულაძე, გივი პაპავა…“

წყარო: primetime.ge

Related posts