სოფლებში ფრინველის დაავადება გავრცელდა

დედოფლისწყაროს მუნიცილპალიტეტსა და მიმდებარე სოფლებში ფრინველის დაავადება გავრცელდა. ორ კვირაზე მეტია, მოსახლეობას მასიურად ქათამი ეხოცება.

ერთ-ერთი ადგილობრივის, რობიზონ მარტყოფლიშვილის ინფორმაციით, ფრინველი დილით ავად ხდება და უკვე საღამოს კვდება.

„რა დაავადებაა, არ ვიცით, ძალიან სწრაფად კლავს ფრინველს. აცრა აღარ შველის. რაც მყავდა, სრულად დამეხოცა“- თქვა „პრაიმტაიმთან„ მარტყოფლიშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, გიორგი მესხიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ფრინველის აცრას, სავალდებულო წესით აღარ აწარმოებს.

მოსახლეობამ უნდა შეგვატყობინოს და ადგილზე დეზინფექციას ჩავატარებთ და კონსულტაციებსაც გავცემთ – თქვა მესხიშვილმა.

სურსათის უვნებლობის სამსახურის ჯგუფი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვითარების შესასწავლად, დღეს ჩავა.

 

primetime.ge

Related posts