ქობულეთში მშენებლობიდან 2 მუშა გადმოვარდა – ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა.

ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

expressnews.com.ge

Related posts