25 წლის ჯარისკაცის გაუჩინარებაზე თავდაცვის სამინისტრო კომენტარს ავრცელებს

25 წლის ლაშა ჩოჩიაშვილის პოვნას ოჯახი უკვე ერთი კვირაა უშედეგოდ ცდილობს. ახალგაზრდა ჯარისკაცია და ის მცხეთაში მსახურობდა.

ფაქტთან დაკავშირებტ, კომენტარი გააკეთეს თავდაცვის სამინისტროში.

როგორც პარიმტაიმს“ უწყებიდან აცნობეს, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ლაშა ჩოჩიშვილი 2 სექტემბერს მოკლევადიანი დათხოვნიდან სამსახურში არ გამოცხადდა.

„ფაქტთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სამხედრო ნაწილში ან სამსახურში გამოუცხადებლობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ოჯახის მიმართვის საფუძველზე, ლაშა ჩოჩიშვილი ასევე იძებნება შსს ქარელის რაიონული სამმართველოს მიერ, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ლაშა ბოლოს ძმას ტელეფონით ესაუბრა, 2 სექტემბრის საღამოს, როდესაც ჯარიდან სახლში ბრუნდებოდა. მას შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი არც სამხედრო სამსახურში გამოჩენილა და არც სახლში.

primetime.ge

Related posts