პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფხვნილს, რომელიც 2024 წლის აქციების დროს იყო გამოყენებული, „ანალიზი გაუკეთდება
33 წუთის წინ

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფხვნილს, რომელიც 2024 წლის აქციების დროს იყო გამოყენებული, „ანალიზი გაუკეთდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფხვნილს, რომელიც 2024 წლის აქციების დროს იყო გამოყენებული, „ანალიზი გაუკეთდება“.

როგორც კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „გამოძიების შედეგად გაკეთდება ფხვნილის ანალიზი.

სუს-ის გამოძიების შედეგები დეტალურად ეცნობება საზოგადოებას. ერთია დოკუმენტაცია, მეორე თვითონ ფხვნილის ანალიზი. სრულფასოვანი ანალიზი ჩატარდება და საზოგადოებას გავაცნობთ ინფორმაციას. უნდა გაკეთდეს ფხვნილის ანალიზი. ყველაფრის დეტალური ანალიზი უნდა ჩატარდეს“,- აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, კოდის: UN3439 ქვეშ შემავალი სხვა ნივთიერებები იყო თუ არა შეძენილი და გამოყენებული, პრემიერმა აღნიშნა:„იმ კოდის ქვეშ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული [ნივთიერებები]. შესყიდვას ექვემდებარებოდა არააკრძალული ნივთიერებები. დანარჩენს, სრულ ინფორმაციას გამოძიებას გამოძიება წარადგენს“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, იყო თუ არა ამ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები გამოყენებული 2024 წლის აქციების დროს, პრემიერი აღნიშნავს: „სავარაუდოდ, იქნებოდა. ეს ფხვნილი შეძენილი იყო. კოდი არაფერს იძლევა, კოდის ქვეშ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგანაც უდიდესი ნაწილი არ არის აკრძალული“.

მისივე თქმით, „არავითარ შემთხვევაში არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს, რომ ნივთიერება „კამიტი“ იყო გამოყენებული და გომელაური ზოგადად საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთიერებები, ფხვნილი შეძენილი იყო 2009 წელს თავისი ყველა ნივთიერებით“.

„ვახტანგ გომელაურმა თქვა ასეთი რამ: ის ნივთიერებები, რაზეც საუბრობდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო 2009 წელს შეძენილი, არავითარ შემთხვევაში არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს, რომ ნივთიერება „კამიტი“ იყო გამოყენებული. მოგვიანებით, შს მოქმედმა მინისტრმა საზოგადოებას წინაშე განაცხადა, რომ ნივთიერება „კამიტი“ არ ყოფილა გამოყენებული. ამ ორ განცხადებას შორის უთანხმოება არ არის. ზოგადად, ვახტანგ გომელაური საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთიერებები, ფხვნილი შეძენილი იყო 2009 წელს თავისი ყველა ნივთიერებით. რაც შეეხება გელა გელაძეს, მან განაცხადა, რომ ნივთიერება „კამიტს“ ეს ფხვნილი არ შეიცავდა, შესაბამისად, BBC მხილებულია ძალიან უხეშ ტყუილში“, - აღნიშნა კობახიძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები