17 წლის ბიჭის თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი ცნობილია

17 წლის მოზარდის თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა. ამის შესახებ გარდაცვლილის მეზობელი საუბრობს. როგორც მან განაცხადა, მიზეზი სახლში გაჩენილი ხანძარი გახდა. მოზარდი თავს დამნაშავედ გრძნობდა. „პრაიმტაიმი“ მის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო არ ასახელებს.

„არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, საოცრად განათლებული. სულ კითხულობდა. მის თვითმკვლელობის მიზეზებს ვუკავშირებთ სახლში გაჩენილ ხანძარს. მწერებისგან დამცავი ელექტრო მოწყობილობა აალდა და სახლში ხანძარი ასე გაჩნდა. მაგ დროს მამა სამუშაოდ იყო, დედას უმცროსი ქალიშვილი სასკოლო ნივთების საყიდლად ჰყავდა წაყვანილი. მამა ვარაუდობს, რომ მშობლების მოერიდა ხანძარმა რომ დააზიანა სახლი, არ ინერვიულონო ალბათ, ამაზე თავად იდარდა და ასეთი ტრაგიკული გადაწყვეტილება მიიღო“ – აცხადებს მეზობელი.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ თერჯოლის მუნიციპალიტეტში 17 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევის ადგილზე ის დედამ ნახა. გამოძიება შსს-მ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

primetime.ge

Related posts