პოლიტიკა

26 მაისის აქციასთან დაკავშირებით, გამაგებინეთ, ეს აქცია არის თუ არ არის? - თუ 26 მაისს რამეს აკეთებთ, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში, გააგებინეთ ხალხს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსს“ მიმართა, მათ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.  მისი თქმით, 26 მაისის აქციისთვის არანაირი კამპანია და აქტიურობა არ არის.
5 წუთის წინ

26 მაისის აქციასთან დაკავშირებით, გამაგებინეთ, ეს აქცია არის თუ არ არის? - თუ 26 მაისს რამეს აკეთებთ, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში, გააგებინეთ ხალხს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსს“ მიმართა, მათ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, 26 მაისის აქციისთვის არანაირი კამპანია და აქტიურობა არ არის.

„არავის არ ვაკრიტიკებ, ხალხს, რომლებსაც ციხეებში უშვებენ და წლობით ციხეში ჩასმით ემუქრებიან, შეუძლებელია, მოუტრიალდე და უთხრა - „რამე გააკეთე“. მეც არ მომწონს ბევრი პოლიტიკოსი და როცა არ მომწონდა, კონკრეტულ პროცესებზე ვთქვი, რომ მოდი, ახლა ეს გავაკეთოთ. ეს ქვეყანა პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ლიდერების არ არის, ეს ქვეყანა თითოეული მოქალაქისაა და საბრძოლველიც თითოეულისაა.

26 მაისის აქციასთან დაკავშირებით, გამაგებინეთ ეს აქცია არის თუ არ არის? ეს შენიშვნა ან პრეტენზია არ არის. თუ 26 მაისს რამეს აკეთებთ, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში, გააგებინეთ ხალხს. მე შესაძლოა ვერ გამოვიდე თქვენთან ერთად, მაგრამ ხალხს მაინც გააგებინეთ.

სამწუხაროდ, 26 მაისისთვის კამპანია არ გაქვთ, აქტიურობა არ არის. ეს როგორც თქვენი გულშემატკივრის პოზიციაა და არა შენიშვნა. თვე-ნახევარი გავიდა, რაც აქცია დაანონსებულია და ხალხს მეტი შეატყობინეთ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება.  ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.
04-05-2026 17:52

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები