პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს.  აღნიშნული პოსტით შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას, რომლის თქმით, ევროპა „ღრმა კრიზისის“ წინაშე დგას.
5 წუთის წინ

შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს.  აღნიშნული პოსტით შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას, რომლის თქმით, ევროპა „ღრმა კრიზისის“ წინაშე დგას.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს.

„თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნა პრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყანაში რადიკალების ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოდის.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს“, - წერს პაპუაშვილი.

აღნიშნული პოსტით შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას, რომლის თქმით, ევროპა „ღრმა კრიზისის“ წინაშე დგას.

„ევროკავშირი არასდროს ყოფილა ასეთი საფრთხის ქვეშ. ის არასდროს ყოფილა ასეთი დასუსტებული. ევროპა არასდროს ყოფილა ასეთი უმწეო. ევროპა არასდროს ყოფილა ასეთი გაყოფილი“, - აღნიშნა ფიცომ.

მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ ქალბატონი კალასი“, - განაცხადა ფიცომ და აღნიშნა, რომ მისმა ლიდერობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ევროკავშირის უნარი, ეფექტურად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს ან ჩამოაყალიბოს თანმიმდევრული პოზიცია მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები