ქართლის ქარის ელექტროსადგური აუქციონზე გაიყიდება

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილი აუქციონზე გაიყიდება, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართება. მისი საწყისი ღირებულება 14 250 000 დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ავრცელებს.

“ქართლის ქარის ელექტროსადგური” მოიცავს 3.45 მგვტ. სიმძლავრის 6 ტურბინას, პლატფორმებს, ფუნდამენტებს, მიწისქვეშა გადამცემ ხაზს, მიწისქვეშა ოპტიკურ კაბელს, საოფისე შენობას და სხვა მოძრავ ქონებას.

“ქართლის ქარის ელექტროსადგური” ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტია საქართველოში, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 კვტ/სთ–ია. ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს შევიდა. პროექტის ჯამური ღირებულება 34 მილიონი დოლარია, საიდანაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხი 24 მილიონი დოლარია, ხოლო 10 მილიონი დოლარით პროექტის განხორციელება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ დააფინანსა.

imedinews.ge

Related posts