8 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან გადმოხტა

8 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან მშობლებისგან თავის დასაღწევად გადმოხტა.ბიჭზე მშობლები წლების განმავლობაში ძალადობდნენ. შემთხვევა სამხრეთ უკრაინაში მოხდა. როგორც მათი მეზობლები ყვებიან, სკოლიდან დაბრუნებულ 8 წლის ანტონს მშობლები დახეული შარვლის გამო უყვიროდნენ და შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე წუთში კი ანტონი მათი საცხოვრებელი ბინიდან გადახტა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მეზობლებმა გამოიძახეს. 8 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.მშობლებმა აღიარეს, რომ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე, ისინი ანტონს ფიზიკურად მართლა გაუსწორდნენ. არც წლების განმავლობაში მასზე მორალური თუ ფიზიკური ძალადობა უარყვიათ. მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სკოლის დირექტორის თქმით, ბიჭი ერთხელ უკვე ჩარჩა იმავე კლასში და მშობლებს ეს ფაქტი დიდად არ აღელვებდათ. ფსიქოლოგის თქმით, ანტონი მას ხშირად სტუმრობდა, თუმცა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მას წარმოდგენა არ ჰქონდა.

წყარო: primetime.ge

Related posts