შემზარავი ტრაგედია – ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

დამწვარი გვამი სასაფლაოს ტერიტორიაზე მწყემსმა აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი თბილისიდან იყო ჩასული და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში მშენებლობაზე მუშაობდა.

მამაკაცის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება. გარდაცვალების რეალური მიზეზის დასადგენად მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

primetime.ge

Related posts