ორმაგი ტრაგედია – წყალტყუბოში დედა-შვილმა თვითმკლელობით დაასრულეს სიცოცხლე

წყალტუბოში მე-12 კლასელი მოზარდი მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, გარდაცვლილი კარგი მოსწავლე იყო, თუმცა ბოლო პერიოდში გულჩათხრობილი გახდა და სკოლაში იშვიათად დადიოდა.

​„დედა ხშირად საზღვარგარეთ იყო, მამა რუსეთში ცხოვრობდა. ოჯახმა სახლში იპოვა ფურცელი, სადაც საეჭვო ჩანაწერები იყო. მას დაწერილი ჰქონდა გარდაცვალების რიცხვი, 13 ნოემბერს ცოცხალი აღარ უნდა ყოფილიყო“,- აცხადებს სკოლის დირექტორი, ფაქიზო ფანჩულიძე.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ მოზარდის თვითმკვლელობა საშიშ ინტერნეტ თამაშს უკავშირდება.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ დედამ შვილის დაღუპვის ამბავი რომ გაიგო, მანაც სიცოცხლე თვითმკლელობით დაასრულა.

„უმძიმესი ტრაგედია მოხდა იმერეთში. წყალტუბოში 18 წლის ბიჭი კორპუსის სახურავიდან გადახტა და თავი მოიკლა, დედამ, რომ ფაქტი შეიტყო მანაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.“ – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

primetime.ge

Related posts