ქობულეთში 27 წლის მამაკაცმა ყელის გამოჭრა სცადა

ქობულეთში 27 წლის ახალგაზრდამ სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, თვითდაზიანება მიიყენა. ის სახლში ოჯახის წევრმა იპოვა და დახმარებისთვის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახა.

ახლა, ახალგაზრდა მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოშია, სადაც სამედიცინო მომსახურება გაეწია. კლინიკაში შეყვანისას მამაკაცი კონტაქტური იყო. ამჟამად, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

თვითმხილველები ახალგაზრდა მამაკაცის თვითდაზიანების მოტივზე არ საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

primetime.ge

Related posts