აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების სტატისტიკა გაზრდილია

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების სტატისტიკა გაზრდილია, – ამის შესახებ საიას სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, გაზრდილია როგორც მოთხოვნა პროკურატურის მხრიდან პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ისე სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები, რომლითაც ის აკმაყოფილებდა პატიმრობის გამოყენებას. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გაზრდილ სტატისტიკას საიას გორის უფისის სისხლის სამართლის ადვოკატი, რევაზ რევაზიშვილიც ადასტურებს. მონიტორინგი მიმდინარეობდა: ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოების და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების. რევაზ რევაზიშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მონიტიორინგი ჯერ არ დასრულებულა, სტატისტიკის შესახებ კონკრეტული ციფრების გამოყენებით საუბარი შუძლებელია, თუმცა პირველადი დაკვირვებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების სტატისტიკა ყველა სასამართლოში გაზრდილია.

Related posts