თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცი ცივი იარაღით არის დაჭრილი. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: primetime.ge

Related posts