ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა, დაშავებული 2 წლის ბავშვი და მისი მამა კი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

Batumelebi.ge-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთისშემოვლით გზაზე დაახლოებით დღის 4 საათზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

Related posts