ვინ არის მამაკაცი რომელმაც ხაშურში ყოფილი ცოლი მოკლა

ხაშურში, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული 1987 წელს დაბადებული ირაკლი დეკანოიძეა. ის მიმალულია და ამ დრომდე მისი დაკავება ვერ მოხერხდა.

შემთხვევა ხაშურში დღეს მოხდა.

ხაშურის საავადმყოფოში, ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი 30 წლის ნათია გოგალაძე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

​როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 19. 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

primetime.ge

Related posts