„გორის დღე 2019“- [ფოტო-რეპორტაჟი]

„გორის დღე 2019“ საზეიმო ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

გორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პირველი ნაწილი კირიონ II – ის ქუჩიდან დაიწყო და გორის ციხის მიმართულებით წერეთლის ქუჩამდე გაგრძელდა.

გაცოცხლდა ძველი გორის თავისი ტრადიციებით და კულტურით, მოეწყო ადგილობრივი წარმოების გამოფენა-გაყიდვები, დეგუსტაციები, კოსტუმირებული მსვლელობა, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ქუჩაში საჩვენებელი ექსპერიმენტბეი ჩაატარეს.

ამინიდს გაუარესების მიუხედავად , დაგეგმილი ღონისძიებები დღის ბოლომდე ჩვეულებრივ გაგრძელდება.

17:00 საათზე გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, დაიწყება კონცერტი გორის ქალთა კამერული გუნდის, ს. ცინცაძის სახელობის გორის მუსიკალური კოლეჯის გოგონათა გუნდისა და ანსამბლ „გორის“ მონაწილეობით.

გაიმართება ,,საპატიო გორელის“ წოდების მინიჭების ცერემონია.

19:00 საათზე, ახლადრიაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე, „გორის დღე 2019 “ – ს დაასრულებს გალა – კონცერტი ესტრადის ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით და ფოიერვერკით.

 

Related posts