პარლამენტში დღეს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მინისტრი ისაუბრებს, სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იქნება.

სამშვიდობო ინიციატივა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას გულისხმობს.

„რუსეთი სერიოზულ ძალისხმევას ხარჯავს იმაზე, რომ ე.წ. საზღვარზე დაძაბულობა შეინარჩუნოს და წინ აღუდგეს ამ სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას“, – აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი გიორგი ვოლსკი.

imedinews.ge

Related posts