ავთანდილ ღუდუშაურის პერსონალურ გამოფენას ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლამ უმასპინძლა

გორში მოღვაწე მხატვარ ავთანდილ ღუდუშაურის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლამ უმასპინძლა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის სხვადასხვა ჟანრსა და სტილში შესრულებული, როგორც ფერწერული, ისე გრაფიკული ნამუშევრები . ექსპოზიციის გახსნას მხატვართა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მხატვართა კავშირის წევრები, სამხატვრო აკადემიის პროფესორები, ხელოვანის მეგობრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Related posts