ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები პრემიერ-მინისტრს შეხვდენენ

სოფელ ხელთუბანში გასულ წელს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სოფელ კვარხეთში შეხვდენენ. 2018 წლის 6 ივლისს სოფელ ხელთუბანში მთავარ მაგისტრალზე 20 წლის თორნიკე მერებაშვილი გარდაცვლილი ნახეს. რამდენიმე თვის განმავლობაში, გორის შს სამმართველოს თანამშრომლები საქმეს იძიებდნენ. 2019 წლის თებერვალში 50-წლის ასაკის კაცი დააკავეს, რომელსაც ბრალი თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტზე წაუყენეს. შს სამინისტროს ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს. ოჯახი აცხადებდა, რომ მათი შვილი მოკლულია. ამის თაობაზე აქციები გაიმართა და თანასოფლელებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

Related posts