მესტიაში ძმამ ძმა მოკლა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა მოკლა. მკვლელობა წუხელ ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.

გამოძიება დაწყებულია 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.

primetime.ge

Related posts