თბილისში მდებარე ერთ-ერთი კაზინოდან 4 გოგო საავადმყოფოში გადაიყვანეს

გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევა მოხდა თბილისში. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, გლდანში „ბეთლაივის“ ერთ-ერთ კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად 4 ახალგაზრდა გოგონა მოიწამლა.

დაშავებულები ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკა „მედისონში“ მოათავსეს.

მედისონის“ წარმომადგენელი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 4 ადამიანი გაზის ინტოქსიკაციით ცოტა ხნის წინ შეიყვანეს და ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დამატებით დეტალებზე კლინიკაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

წყარო: primetime.ge

 

Related posts