18 წლის ბიჭი ვარჯიშისას მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა

მესტიის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. 18 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა.

შემთხვევა სოფელ ყარსგურიში რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

imedinews.ge

Related posts