ყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

კიევის ცენტრში ყუმბარის აფეთქების შედეგად, უკრაინის „ანტიტერორისტული ოპერაციის“ ვეტერანი დაიღუპა. ვიდეო, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ინტერნეტში გავრცელდა.

ვიდეო ნახეთ primetime.ge კადრებში ჩანს, რომ ორი მამაკაცი კიბეზე ზის. რამოდენიმე წამის შემდეგ, ყუმბარა ფეთქდება და იქვე მდგომი მამაკაცი ძირს ეცემა.

23 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქში, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია ერთი ადამიანი.

ერთ-ერთი გარდაცვლილი ანტიტერორისტული ოპერაციის წევრი​ ვიქტორ​ დგიტიარევია, რომელიც ცნობილია როგორც „სენსეი“.

წყარო: primetime.ge

Related posts