აქციის მონაწილეები„ამირანში“ შესვლას ცდილობენ

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები „ამირანში“ შესვლას ცდილობენ, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიცია ამის შესვლის უფლებას არ აძლევს.

აქციის ზოგიერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის მიერ განთავსებულ რკინის ჯებირზე გადასვლას ცდილობს. მათ ნაწილს ნიღბები უკეთია.

აქციაზე ხდება პიროტექნიკის გამოყენება.

„ამირანთან“, სადაც ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

აქციის მონაწილეებმა ვერის პარკიდან „ამირანთან“ რამდენიმე წუთის წინ გადაინაცვლეს.

Related posts