აზარტული თამაშების მორიგი მსხვერპლი – 22 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

დღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაძრისში 22 მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„პრაიმტაიმს“ მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი  დაუკავშირდა და მომხდარის დეტალებზე ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი აზარტული თამაშები გახდა.

„დამიკავშირდნენ ბორჯომიდან და ეს საზარელი ამბავი შემატყობინეს. ჩემი ინფორმაციით, კიდევ ერთმა ახალგაზრდამ ტაძრისში თავი აზარტული თამაშების გამო მოიკლა. შემატყობინეს, რომ მან ის ფული წააგო, რომელიც ოჯახის საჭიროებებისთვის უნდა მოეხმარა.

ჩვენი მოძრაობის არაოფიციალური სტატისტიკით, ივნისიდან დღემდე ეს თვითმკვლელობის მე-20 შემთხვევაა. მდგომარეობა საგანგაშოა და სანამ, მთავრობა თვალისხუჭავს აზარტული თამაშების რეგულირებაზე, ამასობაში მოქალაქეებს კარგავს. ხმა უნდა ამოვიღოთ და კაზინოს ჩვენი შვილების სიცოცხლე არ უნდა დავუთმოთ“ – აცხადებს თამარ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაძრისში 22 მამაკაცმა სასაფლაოზე თავი ჩამოიხრჩო.

შსს აცხადებს, რომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

Related posts