ყვარელში, გუშინ გაუჩინარებულ არასრულწლოვან გოგოს ეძებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გუშინ გაუჩინარებულ არასრულწლოვან გოგონას ეძებენ.

ახლობლების ინფორმაციით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონა, გუშინ, პედაგოგს გაკვეთილიდან ავადმყოფობის მომიზეზებით დაეთხოვა და თბილისისაკენ მიმავალ სამარშუტო ტრანსპორტში ჩაჯდა. სამარშუტო ტაქსის მძღოლი ყვება, რომ ის, მგზავრობის დროს, არასრულწლოვანმა, მობილური ტელეფონის საშუალებით, რამდენჯერმე უცნობ ახალგაზრდა მამაკაცთან დააკავშირა.

მძღოლის ვარაუდით, მამაკაცი, რომელიც გზადაგზა მათი ადგილმდებარეობით ინტერესდებოდა, გოგონას მსგავსად, შესაძლოა, ასევე არასრულწლოვანი იყოს.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, პოლიციამ გოგონას ადგილსამყოფელს უკვე მიაკვლია და მუნიციპალიტეტში მის გადასაყვანად, ოპერტიულ ღონისძიებებს ახორციელებს.

„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.

primetime.ge

Related posts