პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი - მე და ნინო ბურჯანაძე 3 წელი არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს „ვარდების რევოლუციის“ წინ, მაგრამ ეგრევე გადავდე გვერდზე ყველანაირი პირადი წყენა, როცა საქმეს ასე დასჭირდა
26 წუთის წინ

მიხეილ სააკაშვილი - მე და ნინო ბურჯანაძე 3 წელი არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს „ვარდების რევოლუციის“ წინ, მაგრამ ეგრევე გადავდე გვერდზე ყველანაირი პირადი წყენა, როცა საქმეს ასე დასჭირდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ამ კონტექსტში, ის იხსენებს, რომ „ვარდების რევოლუციამდე“, ის და ნინო ბურჯანაძე 3 წელი არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, თუმცა „გვერდზე გადადო პირადი წყენა, როცა საქმეს დასჭირდა“.

„მე ბურჯანაძეს სამი წელი არ ველაპარაკებოდი.

ერთიანობასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო მალაიზიის მაგალითი. სწორედ იმ დღეებში, როცა მალაიზიას ვესტუმრე მათი ეკონომიკური მოდელის შესასწავლად 1998-ში, მაშინდელმა პრემიერ - მინისტრმა მაჰატირ მოჰამედმა დააპატიმრა ვიცე -პრემიერი ანვარი ბინძური ბრალდებებით. ანვარმა ციხეში 15 წელზე მეტი გაატარა. ამასობაში მაჰატირი ხელისუფლებაში ჩაანაცვლა რეზაკმა, რომელიც უკიდურესად კორუმპირებული და ავტორიტარული აღმოჩნდა. მორიგი არჩევნების წინ მაჰატირი მივიდა ანვარის ცოლთან და შესთავაზა წარსულის დავიწყება და ალიანსის გაკეთება. ასეც მოხდა და რეზაკმა წააგო არჩევნები.

დღეს 101 წლის მაჰატირი მალაიზიაში მშვიდად ცხოვრობს, ხოლო ანვარი პრემიერ-მინისტრია. ჰოდა ეგეთმა ხალხმა შეძლო გაერთიანება, ჩვენ რაღა დაგვემართა, თუ მართლა რაღაც წყევლა გვაქვს?

ცნობისთვის, მე და ბურჯანაძე სამი წელი საერთოდ არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს „ვარდების რევოლუციის“ წინ, იმიტომ რომ მე უკმაყოფილო ვიყავი მისი საქმიანობით, მაგრამ ეგრევე გადავდე გვერდზე ყველანაირი პირადი წყენა, როცა საქმეს ასე დასჭირდა“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გავრცელდა.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები