სასწრაფოდ! – ემზარ კვიციანის ძმიშვილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

რამდენიმე წუთის წინ „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა თბილისის ზღვაზე მოკლული ნოდარ ცხადაძის მკვლელობაზე ემზარ კვიციანის ძმიშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს.

„პრაიმტაიმს“ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. კვიციანი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც  განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო ტარებას ითვალისწინებს.

37 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი გუშინ თბილისის ზღვაზე იპოვეს. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ბოლოს ის ბექა კვიციანთან ერთად დააფიქსირეს, თუმცა, ამ დრომდე კვიციანი მიმალვაში იმყოფებოდა.

primetime.ge

Related posts