უმრავლესობა ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ დატოვა

მე, როგორც უმრავლესობის წევრი და როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვტოვებ პოზიციას – ამის შესახებ „კონსერვატიული“ პარტიის წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა. მასთან ერთად უმრავლესობა გიგა ბუკიამ და ზვიად ძიძიგურმაც დატოვეს.

„მე, როგორც უმრავლესობის წევრი და როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვტოვებ პოზიციას. მე დღეს ძალიან გამიჭირდება ავუხსნა ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს, რატომ შეიცვალა ეს გადაწყვეტილება და არ მივიდა ბოლომდე. ჩემი შემდგომი საქმიანობის ადგილს ვერ ვხედავ ისევ იმ უმრავლესობის პირობებში და სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილების მიღება მიწევს. რაც შეეხება კონსერვატიულ პარტიას, ბუნებრივია, ის გააგრძელებს საქმიანობას“, – განაცხადა ნინო გოგუამ.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამის გამო უმრავლესობიდან უკვე 11 დეპუტატი წავიდა, მათ შორის არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი, მარიამ ჯაში, გიორგი ბეგაძე, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე და გიგა ბუკია.

primetime.ge

Related posts