ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილეს მიმართავს და უკმაყოფილებას გამოთქვამს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

საქმე ეხება, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთის საპატრიარქო აპირებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სასულიერო სასწავლებლის ახლად კურსდამთავრებული მოძღვრები მიავლინოს.

„რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამდაგვარი განაცხადი და იგი მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ყველას.

საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი ნებარვის გარეშე, სხვა რომელიმე მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირთა გაგზავნა“, – წერია განცხადებაში.

 

width=570

 

 

Related posts